ჯო უილსონის მიერ ინიცირებული ნებისმიერი აქტის შინაარსი იდენტურია, მას განვითარება არ ექნება - ირაკლი ჭეიშვილი

ირაკლი ჭეიშვილი

ჯო უილსონის მიერ ინიცირებული ნებისმიერი აქტის შინაარსი იდენტურია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„თურმე საქართველოში ჩინეთიზაციაა და ახლოს ვართ რუსეთთან, საქართველოში რუსეთის გავლენებია. ვფიქრობ, ამ აქტსაც განვითარება არ ექნება, რადგან ჯო უილსონი მის მიერვე მიღებული აქტის კორექტირებას აკეთებს. ჯამი არ შეიცვლება“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 2027 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საკუთარი ვერსია, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ შესწორებებს შეიცავს. პროექტს 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 212-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონის ძალაში შესასვლელად მას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეცემა.