ჯაბა ხუბუა: ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, ჭეშმარიტმა წარმომადგენელმა ბედკრული აკაცუკეთისა, ტანზე შემოიხია, მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმიანნენ - რისი თავი გაქვსო, მოიქცა ისე, როგორც რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საოკუპაციო ხაზთან - ეგრევე "დაზადნა"

ჯაბა ხუბუა

ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტი წარმომადგენელი ბედკრული აკაცუკეთისა, ჯერ ტანზე შემოიხია,- თუ ჩემსავით კაი მამის შვილები ხართ, გამოდით და მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმიანნენ,- აბა, გამო, რისი თავი გაქვსო, მოიქცა ისე, როგორც რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ატოცის საოკუპაციო ხაზთან, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ვარდენ მაჭავარიანმა, დებატებში მონაწილეობის შეთავაზებისთანავე უკან დაიხია. ხუბუას თქმით, მიხეილ მაჭავარიანი, ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში არჩევნების გამყალბებლის დიდოსტატის სახელით არის შესული, მისმა შვილმა კი მართალია ეს წოდება ვერ მიიღო, თუმცა, დებატებს მაინც ისწავლის და შემდეგ მივა "იმედში".

"ვარდების რევოლუცია ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ იცით, რა არის ვარდენის ევოლუცია? ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტი წარმომადგენელი ბედკრული აკაცუკეთისა, ჯერ ტანზე შემოიხია,- თუ ჩემსავით კაი მამის შვილები ხართ, გამოდით და მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმიანნენ,- აბა, გამო, რისი თავი გაქვსო, მოიქცა ისე, როგორც რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ატოცის საოკუპაციო ხაზთან - ეგრევე დააუკანალა, ანუ, ოკუპანტის ენის გამოყენებას თუ გავრისკავთ, დაზადნა. მამამისი, მიშა მაჭავარიანი, ქართულ პოლიტისტორიაში არჩევნების გაყალბების დიდოსტატის სახელით არის შესული (ხათუნა გოგორიშვილთან ტანდემში), ვარდენი კი არჩევნების გამყალბებელი თუ ვერ გამოვიდა, დებატებს მაინც ისწავლის (იდებატე, ჩემი ვარდენ, მტერს დაასე ისარი...) და მერე მივა ,,იმედში"... და ეს როდის მოხდება? როცა რომან გოცირიძე ხეზე ავა." - წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.