ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ, ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა ,,ინტელექტი" (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები

ჯაბა ხუბუა

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ,,ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ პარტია მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარს აირჩევს თავმჯდომარედ.

მისი შეფასებით, სააკაშვილის ავატარი ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ,,ნაცმოძრაობა" და  სიტყვა ,,ინტელექტი"- თუნდაც ხელოვნური, ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები.

,,კარგი იქნება, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ.

მართალია, პარტიას, რომლის სახელიც სამარადჟამოდ არის დაკავშირებული საქართველოში მკვლელი, მწამებელი და გამაუპატირებელი რეჟიმის შექმნასთან, სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარის თავმჯდომარეობა ვერაფრით გააკეთილშობილებს, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და  სიტყვა ,,ინტელექტი" (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები," - წერს ხუბუა X-ზე.