იუტას შტატის გუბერნატორი ჩარლი კირკის მკვლელობას „პოლიტიკურ მკვლელობას“ უწოდებს

ჯჯ

იუტას შტატის გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩარლი კირკის მკვლელობას „პოლიტიკურ მკვლელობად“ მიიჩნევს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა“, - აღნიშნა სპენსერ კოქსმა.

მან მომხდარს „ბნელი დღე ჩვენი შტატისთვის“ და „ტრაგიკული დღე ჩვენი ერისთვის“ უწოდა.