"სამწუხაროა, რომ სენატი არ მიიღებს "მეგობარი აქტს", ერთმა ადამიანმა შეძლო მისი "ჩაკვლა", გასაოცარია, რომ ეს მოხდა" - კონგრესმენი სტივ კოენი

სტივ კოენი

სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ "მეგობარი აქტს", რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება, - ამის შესახებ სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა.

დემოკრატმა კონგრესმენმა აღნიშნა, "მეგობარი აქტის" ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო".

"ქართული ოცნება" ქართულ კოშმარად იქცა. ტელევიზორით ვხედავ ათასობით ადამიანს ქუჩაში, რომლებიც ყოველდღიურად აპროტესტებენ და ეს გაძლევს საშუალებას, გაიაზრო თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატია და ეს მნიშვნელოვანია ამერიკაშიც… რუსეთმა საქართველოს ნაწილი დაიპყრო და კვლავ გააკეთებს ამას, თუ შესაძლებლობა ექნება. თან ახლა მოკავშირე ჰყავთ იქ, ბატონი ივანიშვილის სახით. ასე რომ, უფრო მარტივია დაპყრობა შიგნიდან.

სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ "მეგობარი აქტს", რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს აშენებს. ბატონი უილსონი მართალია, იმდენად დიდი უმრავლესობაა, დემოკრატები და რესპუბლიკელები, ორპარტიულად უჭერენ მხარს კანონპროექტს და ეს თითქმის გაუგონარია, დიდი მხარდაჭერაა. და იქ, როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი "ჩაკვლა". გასაოცარია, რომ ეს მოხდა. რატომ მოხდა, არ მესმის“, – აღნიშნა დემოკრატმა კონგრესმენმა.