საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს
1757595794
ჩვენ გვყავს ისეთი უსამშობლო აგენტები, რომლებიც როგორც ხელმოცარულები ისე შევლენ ისტორიაში, - განაცხადა ე.წ. „მეგობარ აქტზე“ საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
უმრავლესობის წევრი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ აშშ-ის სენატმა აღნიშნული დოკუმენტი არ მიიღო.
„ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ამის მიღება არ მოხდებოდა, მაგრამ ზოგადად, ამით დადასტურდა, რომ ადამიანები, რომლებიც არიან აგენტები ყოველთვის ყველაფრისთვის არიან მზად, რათა გაასწორონ საკუთარი ქვეყანა, ოღონდ საკუთარი პატრონების დავალებები შეასრულონ და ეს პატრონებიც არიან ხელმოცარულები. ჩვენ გვყავს ისეთი უსამშობლო აგენტები, რომლებიც როგორც ხელმოცარულები ისე შევლენ ისტორიაში“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარ აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება“.