„ერთი დაღუპული 12 წლის ბიჭია...“ - საფრანგეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა
1750950087
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, განიხილა და მხარი დაუჭირა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონპროექტით წესრიგდება, მათ შორის, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, სასამართლოს უპატივცემულობისათვის პასუხისმგებლობასთან, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან და მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.
ცვლილების თანახმად, ფართოვდება მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის სუბიექტთა წრე, კერძოდ: სუბიექტად მიჩნეული იქნება არამხოლოდ კონკრეტული, განსახილველი საქმის შედეგით დაინტერესებული პირი, არამედ - ნებისმიერი პირი, რომელიც მოსამართლის ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას.
პროექტის მიხედვით, ნებისმიერ სუბიექტს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა; ასევე, ეკრძალება მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, იკრძალება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ქმედებით და ა.შ.) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში და ა.შ.) მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს.
ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებით, სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
პროექტის თანახმად, შესაძლებელი გახდება ვიწრო სპეციალიზაციის განხორციელება უზენაეს სასამართლოშიც.