რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
ზურაბ ადეიშვილის თანამდებობაზე დანიშვნა ფასეულობათა რღვევაა, რაც, სამწუხაროდ, ევროპაშიც ჩანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, სწორედ ასეთ ადამიანებს ინახავენ და სათანადო პირობებს უქმნიან.
„ეს დანიშვნაც ამისკენ არის მიმართული. არად დაგიდებენ იმ დანაშაულebს, რაც ჩადენილია და სასამართლოს მიერ არის დამტკიცებული. ასეთ ადამიანებს ინახავენ იმისთვის, რომ დაპირისპირების, პოლარიზაციის ფონზე ხელისუფლების ცვლილებას თუ მოახერხებენ, ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში დააბრუნონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.