როგორი ამინდი იქნება აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში - სინოპტიკოსის პროგნოზი
1787264883
გვახსოვს ყველა მათი განცხადება და განსაკუთრებით სიმბოლურად დარჩენილი სიტყვები, რომ ამ სირცხვილის წვიმას, იმიტომ რომ საქართველო არ ერთვება ანტირუსულ ისტერიაში, ჯობია რომ რუსული ბომბები ცვიოდეს ჩვენს თავსო, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციისთვის ქვეყნის ეროვნული ინტერესები მთავარი არასდროს ყოფილა.
„ეს არის მათი ხელწერა იმასთან დაკავშირებით რაც მათ განახორციელეს საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. მათი გაგებით საქართველო ეს არის დიდი საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ამიტომ ამ პროექტის მიზნებია მთავარი და არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, აგენტურასა და მათ აქტივისტებს ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ისტერიის გამო, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთ კვირაში მოაწყვეს. ლევან მაჭავარიანი წერს რომ ოპოზიციამ ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყო იმ ადამიანებს, ვისაც არ სურდა აქციებში მონაწილეობა და ვისაც არ სურდა სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან.