მიუსაფარი შინაური ცხოველების შიდა ქართლის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1775035247
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ- ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
„კარგადაა ცნობილი ჩვენი გაცხადებული პოზიცია რომ აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი, სუფთა ფურცლით დაიწყოს და ამას ჰქონდეს მართლაც შინაარსობრივი დატვირთვა.
ვფიქრობ, რომ ამ კონტაქტმა და კომუნიკაციამ იმის იმედი მოგვცა, რომ უფრო დინამიკურად და საქმიანად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.