რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
1767692754
იმ ქვეყნის ლიდერები, რომლებიც იყვნენ USAID-ის მესვეურები აღიარებენ იმას, რომ USAID-ს სამწუხაროდ თავის საქმიანობაში ძირითადი აქცენტი გაკეთებული ჰქონდა სწორედ ისეთ საქმიანობაზე, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობდა აშშ-ის იმიჯის დაქვეითებას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ხდებოდა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არალეგიტიმური ჩარევა დემოკრატიის, თავისუფლების და ადამიანის უფლების სახელის საფარ ქვეშ.
„ამასთან დაკავშირებით ბევრი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც ხმამაღლა საუბრობდა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელის ილონ მასკის განცხადებით, USAID-ი არ იყო უბრალოდ ვაშლი რამდენიმე ჭიით, არამედ იყო ვაშლის ფორმის ჭიების ჩირქოვანი ბურთი.