ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
საფრანგეთის მასშტაბით ძლიერი თოვისა და მოყინული გზების გამო, ავტოსაგზაო შემთხვევებს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ორ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო პარიზის მახლობლად, მდინარე მარნაში ავტომობილის გადავარდნის შედეგად ერთი პირი დაიღუპა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის რეგიონში, სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი, ბრეტანის დასავლეთ რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კი, მოტოციკლისტი დაიღუპა.
დიდთოვლობამ ილ-დე-ფრანსის რეგიონში ათასკილომეტრიანი საცობი შექმნა, რაც, მედიის ცნობით, რეკორდული მაჩვენებელია.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრის, ფილიპ ტაბაროს განცხადებით, მეტეო-ფრანსის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა ბიურომ საფრანგეთის დედაქალაქის გარშემო, მოსალოდნელი ამინდის მასშტაბები შესაბამისად ვერ შეაფასა. მისივე თქმით, „რეაგირების გეგმა უნდა გადაიხედოს“.
მანამდე, საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, 26 დეპარტამენტში თოვლის გამო განგაშის ნარინჯისფერი ნიშნული გამოცხადდა, თუმცა სამშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე განგაში მოიხსნა.