1759659123
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს ჩავარდნა საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ საქართველოში არანაირი გასაქანი ასეთი ტიპის ხელოვნურად შექმნილ რევოლუციებს და ფერადი რევოლუციების მეშვეობით უკანონოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას პერსპექტივა არ გააჩნია

მე მგონია, რომ ეს ჩავარდნა საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ საქართველოში არანაირი გასაქანი ასეთი ტიპის ხელოვნურად შექმნილ რევოლუციებს და ასეთი ტიპის ფერადი რევოლუციების მეშვეობით უკანონოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას პერსპექტივა არ გააჩნია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ეს პროცესი გაბანკროტებულია უკვე და გაბანკროტებულია ამ პროცესში მონაწილე ყველა პოლიტიკოსი თუ სხვა აქტორი. ქვეყანაში უნდა იყოს თუ არა ოპოზიცია, არის თუ არა ოპოზიციური განწყობა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში, ბუნებრივია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს და იარსებებს. ამ პროცესის მკვებავი ყველა პოლიტიკური ძალა, აქტორი, თუ სხვადასხვა დაჯგუფება ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა, მათი პოლიტიკური პერსპექტივა დღეს არის ნულს ქვემოთ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.