„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ჩვენი გიო აღარ გვყავს...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1767898043
ქვეყანაში თურმე ამხელა გადატრიალება მზადდებოდა და სათავეში ედგა მსოფლიო ბანი, ყოფილი გენერალური პროკურორი და წესიერი ადამიანიები, რომლებსაც მცირე გადაცდომაც კი არ ჰქონიათ. პროპაგანდა ეშლებათ, მომხრეების დაჯერებაც კი ძნელია, რომ ფულის, იარაღის გარეშე ამხელა დიქტატურული რეჟიმი ემხობოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე განაცხადა.
ნადირაძის თქმით, ახლა საჭიროა ერთიანობა.
„ვიდეოები ვნახეთ, ორი ეპიზოდი იყო, სადაც ვამბობ, რომ მიუხედვად იმისა, სუს-ი ცდილობს, გეგმა იპოვოს, გეგმა არ არსებობს-მეთქი. ვერცერთი მტკიცებულება ვერ წამოადგინეს. თურმე ამხელა გადატრიალება მზადდებოდა ქვეყანაში და ამას სათავეში ედგა მსოფლიო ბანი, ყოფილი გენერალური პროკურორი და წესიერი ადამიანიები, რომლებსაც მცირე გადაცდომაც არ ჰქონიათ. პროპაგანდა ეშლებათ, მათი მომხრეების დაჯერებაც კი ძნელია, რომ ფულის, იარაღის, ასაფეთქებლების, მოძალადების გარეშე ამხელა დიქტატურული რეჟიმი ემხობოდა. სუს-მა ვერ შეფუთა და ახლა დამატებით რაღაცები შემოაქვთ, რომ ძალადობრივი იყო, ხელისუფლებაში ასე ცდილობდნენ მოსვლასო. ჩემი მოტივი კარგად ავხსენი, ყველა აქციაზე ვიყავი და ვიქნები, რადგან არ მინდა, ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებები აშხაბადში, პუტინთან მიიღებოდეს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი აშხაბადში არ წყდებოდეს. არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ კავშირი იყო ადამიანებთან, რომლებიც აქ გავიცანი, ისინი ტყუილად არიან დაჭერილები. ღობე გადანგრეული იყო, ისიც არ მახსოვს, სპეცრაზმი იდგა თუ არა, იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. როგორც რიგითი ადამიანისთვის, თუნდაც, როგორც თქვენ ამბობთ, ორგანიზატორისთვის, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ეს ადამიანები დაეჭირათ. ქვეყანაში დიქტატურაა დამყარებული, ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ და ვართ რუსეთში. ახლა ერთიანობა გვჭირდება. ორ წელს მომცემენ თუ ცხრას, გავაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. ოთხი შვილის მამა ვარ და არ მინდა, ჩემი შვილები გაიზარდონ რუსეთში. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, ვიდეოები არანაირ დანაშაულს არ ადასტურებს. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, არაფრის შეგეშინდეთ. ბრძოლა ბოლომდე, ცეცხლი ოლიგარქიას“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.