ირაკლი კობახიძე - პირობას გაძლევთ, რაც კეთდება მთავრობის ჩართულობით, ყველაფერი კეთდება კეთილსინდისიერად, ჩვენი მიზანია, ბოლომდე გაიწმინდოს სისტემა კორუფციისგან

ირაკლი კობახიძე

ჩვენი მიზანია, რომ ბოლომდე გაიწმინდოს მთლიანად სისტემა კორუფციისგან,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული, ხელშესახები ნაბიჯებია გადადგმული. „მანამდეც, ვიდრე ჩვენ აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამდით, საქართველო იყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ევროპაში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ჩვენ ევროკავშირის წევრ 7-8 ქვეყანას მუდმივად ვუსწრებდით ამ კუთხით. რა ნაბიჯებიც გადაიდგა წელიწადნახევრის განმავლობაში, თვისებრივად აუმჯობესებს მდგომარეობას. მე მარტივი დაპირება შემიძლია მივცე ნებისმიერ ადამიანს, შეუძლიათ მოიტანონ, დღეიდან  ან გუშინდელი დღიდან ავიღოთ ნებისმიერი თემა, რასთან დაკავშირებითაც აქვთ ეჭვები კორუფციის მიმართულებით, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირობას გაძლევთ, რაც კეთდება მთავრობის ჩართულობით, ყველაფერი კეთდება კეთილსინდისიერად. დანარჩენი, დასვან კითხვები, ყველა თემასთან დაკავშირებით მიიღებენ პასუხს. ჩვენი მიზანია, რომ ბოლომდე გაიწმინდოს მთლიანად სისტემა კორუფციისგან. ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული, ხელშესახები ნაბიჯებია გადადგმული, -  განაცხადა პრემიერმა.