1760557228
ირაკლი კობახიძე: მშვიდობის შენარჩუნებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას, რადგან ომის შედეგი არის ადამიანური ტრაგედიები, ნგრევა და განადგურება, ხოლო მშვიდობის შედეგი - ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ხალხის მეტი კეთილდღეობაა

მშვიდობის შენარჩუნებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას, რადგან ომის შედეგი არის ადამიანური ტრაგედიები, ნგრევა და განადგურება, ხოლო მშვიდობის შედეგი - ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ხალხის მეტი კეთილდღეობაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მშვიდობისკენ სწრაფვა სამშობლოს დასაცავად მუდმივ მზადყოფნას ნიშნავს და ამ მუდმივ მზადყოფნაში ვეტერანების გამოცდილება ფასდაუდებელია.
„მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა პატრიოტიზმის, ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და თავდადებისთვის. თქვენი ღვაწლის სათანადოდ დასაფასებლად ძალისხმევას მომავალშიც არ დავიშურებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას!“- განაცხადა პრემიერმა.