1692302192
ირაკლი კობახიძე: მინდა კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში

რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია და წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი - კახა კალაძე. მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, თბილისი დღეს ბევრად უფრო ლამაზი, განვითარებული და სიცოცხლით სავსეა, ვიდრე 8 წლის წინ და ეს პირველ რიგში, სწორედ კახა კალაძის დამსახურებაა.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო გამწვანებული, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. ეს არის პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურება, რომელსაც, ამ შემთხვევაში, როგორც რიგითმა თბილისელმა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მთავრობის წევრებს და თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე და თბილისის განვითარებაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Mariam ირაკლი კობახიძე: დედაქალაქის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო. საკრებულოს წევრებს ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და განსაკუთრებულ როლს ასრულებენ პრობლემების მერიამდე მიტანასა და მათი გადაჭრის უზრუნველყოფაში Mariam ირაკლი კობახიძე თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე: მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს და საკრებულოში საკუთარ წარმომადგენლობას ანდობს Mariam ირაკლი კობახიძე: მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება Mariam ირაკლი კობახიძე: ოთხი წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული და კიდევ უფრო მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე. ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“