„43 სართულიდან გადმოვარდა...“ - ვინ არის ბათუმში დაღუპული კაცი
1777924526
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა დიალოგისთვის და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა საერთაშორისო მექანიზმების პოლიტიკურად მოტივირებული მიზნებით გამოყენების მზარდ ტენდენციაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს პრაქტიკა შეიცვლება.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მთავრობის ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისადმი.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.