ირაკლი კობახიძე: ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე

შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები.

„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან. ნიუ-იორკში გამართული ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, დღეს განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე“, -  განაცხადა პრემიერმა.

✕