ირაკლი კობახიძე: Emaar-ის პროექტის წინააღმდეგ სპეკულაციები წამოიწყეს სერბეთში პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ყველაფერი დასრულდა იმით, რომ მათ შეიძინეს ბინების Emaar-ის პროექტში. ყველა ოპონენტს მინდა ვუსურვო, შეიძინოს ბინები ამ პროექტში

პრემიერი პარლამენტში

Eagle Hills-ის პროექტის ყველა ოპონენტს მინდა ვუსურვო, რომ შეიძინოს ბინები ამ პროექტში და ეს ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ, საბაზრო ფასების შესაბამისად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, Eagle Hills-ის პროექტის გარშემო სამწუხარო სპეკულაციები ისმის.

„პროექტის გარშემო სამწუხაროდ გვესმის ხოლმე სპეკულაციები და ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ის, რაც თქვა კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა, როდესაც გვქონდა საუბარი ამ თემებზე. ასეთივე კამპანია წამოიწყეს სერბეთში პოლიტიკურმა ოპონენტებმა Emaar პროექტის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ამ ოპონენტებმა შეიძინეს ბინების Emaar-ის მიერ განხორციელებულ პროექტში. პროექტის ყველა ოპონენტს მინდა ვუსურვო, რომ შეიძინოს ბინები ამ პროექტში და ეს ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ, საბაზრო ფასების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.