„მაქვს 3-საათიანი ჩანაწერი...“ - სალომე გოგიაშვილი სკანდალური ამბის დეტალებს ასაჯაროებს
1754855940
დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, დღეს ჩვენი პოზიციები არის ძლიერი, ასეთ პირობებში, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყველაფერთან, მათ შორის, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოუწია თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა.
„2018 წელს ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სიმართლისთქმა არ იყო მიზანშეწონილი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა, გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები. გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები. ასეთ პირობებში არ იქნებოდა სწორი სიმართლის თქმა და ზუსტად ის მოხდა, რაც ვუთხარით. გამომდინარე იქიდან, რომ გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები, მან გააკეთა საპირისპირო, უარყოფის განცხადებები. ჩვენ მოგვიწია თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა და როგორც გახსოვთ, მთელი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია იყო აგებული სწორედ ამ თემაზე. რაზეც გავაფრთხილეთ, ზუსტად ის მოხდა. მაგრამ დღეს არის სხვა ვითარება – დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, დღეს ჩვენი პოზიციები არის ძლიერი, ასეთ პირობებში, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყველაფერთან, მათ შორის, 2008 წლის ომთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.