ირაკლი კობახიძე: დამხობის მცდელობა წარმატებული რომ ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის სასახლეში შესაჭრელად, დამწუხრებულია და ცდილობს, გაიმართლოს თავი

ირაკლი კობახიძე

დამხობის მცდელობა რომ ყოფილიყო წარმატებული, სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის სასახლეში შესაჭრელად, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, ეს მცდელობა ჩავარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ღობეები თავდასხმისთვის წინასწარ იყო მომზადებული და სცენარი, შესაძლოა, ოპოზიციის ზოგიერთი ნაწილის გამოყენებით ყოფილიყო განხორციელებული.

მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი დამწუხრებულია და ახლა ცდილობს, თავი გაიმართლოს.

„ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო, შეუძლიათ ილაპარაკონ, რამდენიც სურთ. მთავარია, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა. გასული ოთხი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის ხუთი მცდელობა და ხუთივე ჩავარდა. ამით, რა თქმა უნდა, დამწუხრებულია სალომე ზურაბიშვილი და ახლა ცდილობს, გაიმართლოს თავი“, –  განაცხადა კობახიძემ.