ახალი დეტალები თბილისში მომხდარ მკვლელობაზე
1768399238
ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ. ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყო – 9.3 %. ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემა იყო „შუა დერეფანი – ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით“.
მისივე თქმით, ეს წარმატება ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია.
„ეკონომიკური განვითარებით ძალიან წარმატებული ქვეყანა ვართ არა მხოლოდ ჩვენს, არამედ უფრო ფართო რეგიონში. ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ. ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყო – 9.3 %, რაც ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში. ასევე, სწორად თუ იქნება შეფასებული ეკონომიკური წარმატება, ეს არის ზუსტად ეკონომიკური რეფორმების შედეგი, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება. ეს არის იმის შედეგი, რომ რეგიონის მასშტაბით ჩვენთან კორუფციის დონე ყველაზე დაბალია. ამ მიმართულებით უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს. სამართლიანად თუ იქნება შეფასებული საქართველოს მაჩვენებლები და მიღწევები, ნაბიჯ-ნაბიჯ რასაც ვაკეთებთ, ენთუზიაზმი უნდა არსებობდეს, რათა უფრო მეტად მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. ჩვენ ბუნებრივად ვეკუთვნით ევროპას, მაქსიმუმს ვცდილობთ, რომ წინ წავიწიოთ, განვავითაროთ ქვეყანა ეკონომიკური ზრდის, მმართველობის სისტემის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. არსებობს გარკვეული სირთულეები ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მაგრამ, იმედი გვაქვს, გარკვეული პოლიტიკური გარემოებების შეცვლის საფუძველზე მოხდება ინტეგრაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
ახალი დეტალები თბილისში მომხდარ მკვლელობაზე
1768399238