ირაკლი კობახიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს შეხვდა

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალმა თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს უახლოესი პერიოდის გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი ჯინჭარაძეს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა, წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.