„მძიმეა ამაზე საუბარი...“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1769458880
უმრავლესობა მზადაა, პარლამენტისთვის მინიჭებული ბერკეტები გამოიყენოს და საკითხი საკანონმდებლო დონეზე გადაჭრას.
"მიმდინარეობს შეხვედრები, კონსულტაციები სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან და მე დარწმუნებული ვარ, შედეგები იქნება. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სამუშაოები, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, სამთავრობო დონეზე. პარლამენტში შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო კომისია ამასთან დაკავშირებით, იქნება მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით და იქნება საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა სახის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ საკითხის გადაჭრას დაეხმარება," - აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ ფასების დასტაბილურებისა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის გათანაბრების მიზნით ბაზრის შესწავლის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის