საღეჭი რეზინის მოხმარებასთან დაკავშირებულმა ახალმა კვლევამ მოულოდნელი შედეგი აჩვენა
1768133610
ინოვაციური არქიტექტურული კომპანია Gensler-ი ქუთაისის ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირების პროცესში ჩაერთო. ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებს უწყების მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და „დემარკის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.
„Gensler-თან თანამშრომლობით ქუთაისში 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტი მზადდება. შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა მოეწყოს სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯების და დოპინგ-კონტროლის ოთახები. ამასთან, მრავალფუნქციურ სპორტის სასახლეში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების მოწყობა. შენობაში განთავსდება, ასევე, სპორტული მაღაზია და კაფეტერია.
გარდა ამისა, სპორტის სასახლის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტოსადგომის, რეკრეაციული ზონების, გზებისა და ბილიკების მოწყობა. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. ქუთაისის
სპორტის სასახლეში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა, ასევე, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა.
აღსანიშნავია, რომ ამერიუკული კომპანია Gensler-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის როგორც კერძო სექტორისთვის, ისე ქართველი არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტების დანერგავს ქვეყანაში. Gensler-ის პროექტები მათ შორის, Moody Centre Basketball and Events Area (აშშ), YOFC სათავო ოფისი (ჩინეთი), Adobe Founders Tower (აშშ) აღიარებულია თანამედროვე არქიტექტურის სიმბოლოდ“, – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.