ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
”დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორის, თამარ ხიდაშელის განცხადებით, "იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ხელისუფლება ედავება და წარმოაჩენს როგორც მტერს, ყველა ის კრიტერიუმი აქვს დაკმაყოფილებული, რომელზეც თავად მიუთითებენ, რომ ეს არის გამჭვირვალობის კრიტერიუმი".
"ეს ცხრილიც კი, რომელიც გივი მიქანაძემ შეადგინა, აჩვენებს, რომ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ხელისუფლება ედავება და წარმოაჩენს როგორც მტერს, ყველა ის კრიტერიუმი აქვს დაკმაყოფილებული, რომელზეც თავად მიუთითებენ, რომ ეს არის გამჭვირვალობის კრიტერიუმი. ყველა ამ ორგანიზაციას აქვს ვებ-გვერდი, გამოქვეყნებული აქვს ვინ არიან მისი დონორები, მითითებული აქვს ლოგო, დაფინანსების ოდენობა და გუნდი. ის, რომ შეიძლება ამ ცხრილში მოხვდნენ პატარა სათემო ორგანიზაციები, რომლებსაც არ აქვთ ვებ-გვერდები, ეს არ არის განსაკუთრებული პრობლემის მაჩვენებელი. ლოგიკას რომ გავყვეთ, შეიძლება რამდენიმე ორგანიზაცია უბრალოდ ქაღალდზე არსებობს, გარდა ამისა, ვებ-გვერდის შექმნა, რომელიც კრიტერიუმად აქვთ მითითებული, დიდ მატერიალურ სახსრებთან არის დაკავშირებული", - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.
”დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორის, თამარ ხიდაშელის განცხადებას, მმართველი გუნდი არასამთავრობო სექტორის აღიარებად აფასებს.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ გამჭვირვალობის საბაზისო სტანდარტებს თითქმის ყველა დიდი ენჯეო აკმაყოფილებს, ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებსაც ვებ-გვერდი არ აქვთ და გაუმჭვირვალეა, რეგიონებში მდებარე პატარა სათემო ორგანიზაციები არიან.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კვლევის შედეგები, "ქართულმა ოცნებამ" გუშინ წარადგინა. კვლევამ აჩვენა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების 51%-ს ვებგვერდი არ აქვს, 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება და ლოგო, 68%-ს კი პროექტების დასახელება.