გურამ მაჭარაშვილი: ვხედავთ, მიმდინარეობს ზეწოლა პოლიციელებზე - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში თუ პოლიციელი დაზიანდება და მას რაიმე ტიპის დახმარება სჭირდება, ბუნებრივია, სახელმწიფომ ეს ფუნქცია უნდა უზრუნველყოს

გურამ მაჭარაშვილი

თუ მოხდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში პოლიციელის დაზიანება და რაიმე ტიპის დახმარება სჭირდება, ბუნებრივია სახელმწიფომ ეს ფუნქცია უნდა უზრუნველყოს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას, შსს-მ შეიმუშავა.

„ბოლო წლებში განსაკუთრებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მიმდინარეობს ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის და ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია აქვთ სახელმწიფო უწყებებს და ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი არის პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურები.

ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად უსამართლოდ მიმდინარეობს ზეწოლა პოლიციელებზე. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიციელი არის დაცული - სოციალური მიმართულება არის საკმაოდ დაცული. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში მისი დაზიანება და რაიმე ტიპის დახმარება სჭირდება პოლიციელს, ბუნებრივია სახელმწიფომ ეს ფუნქცია უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შსს-მ შეიმუშავა, დღეს პარლამენტის ბიუროზე დაინიცირდება.