გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობენ, ვითარდება ეკონომიკა და აქედან გამომდინარეც არის პოზიტიური შეფასებები საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან

გურამ მაჭარაშვილი

საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობენ, ვითარდება ეკონომიკა და აქედან გამომდინარეც არის პოზიტიური შეფასებები საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის დოკუმენტზე, რომ, საბაზისო ინდექსის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მესამე ადგილზეა ირლანდიისა და ნიდერლანდების შემდეგ.

„გავიხსენოთ, ერთი-ორი წლის წინ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით რა დავა იყო ატეხილი. დღეს კი ეს შედეგი გვაქვს, მათ შორის მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასება დეოლოგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ქვეყანა გადის პირველ სამეულში პოზიტიური თვალსაზრისით. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობენ, მუშაობენ, ვითარდება ეკონომიკა და აქედან გამომდინარეც არის ეს პოზიტიური შეფასებები საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.