გურამ მაჭარაშვილი: როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახებ, რომ ვითომ, ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე, ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირველ რიგში, ევროპულ ღირებულებას

გურამ მაჭარაშვილი

როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახებ, რომ ვითომ, ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე, ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირველ რიგში, ევროპულ ღირებულებას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“ საფრანგეთის ქალაქებში მიმდინარე პროცესების შეფასებისას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

იგი ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დაგმო ალბანეთში სამთავრობო შენობებზე აქციის მონაწილეთა მხრიდან თავდასხმა და მოძალადეების დასჯა მოითხოვა. მაჭარაშვილმა განმარტა, თუ რატომ ვერ მოისმინა საქართველოსთან დაკავშირებით საზოგადოებამ მსგავსი განცხადებები.

„ევროკომისიისგან მსგავს განცხადებებს ვერ მოვისმენდით, რადგან ეს ყველაფერი მათი ინიცირებული იყო. ანუ, ევროკომისია, ევრობიუროკრატია იყო, ვინც აფინანსებდა საქართველოში პიროტექნიკის შეძენას და შესაბამისად, „თავის შვილს ხომ არ მოჭრიდნენ თავს“. რაც შეეხება საფრანგეთსა და დანარჩენ ქვეყნებს, ხელისუფლებები მათ ხელშია. აბა, საქართველოში ყოფილიყო სააკაშვილის რეჟიმი, მაშინ იტყოდნენ, რომ საქართველოში უნდა დაისაჯოს აქციის ყველა წარმომადგენელი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატია უკვე საჯაროდ და ღიად ამბობს, რომ იგი მთლიანად იღებს ხელში ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებს.

„ვინც არ დაემორჩილება, ამ შემთხვევაში კანდიდატი ქვეყანა საქართველო, მის წინააღმდეგ გამოიყენებს უსამართლო გადაწყვეტილებებს. გაამართლებს საფრანგეთში აქციის მონაწილისთვის თავ-პირის დანგრევას და საქართველოში ასევე გაამართლებს პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპელი ჩინოსნები ევროპულ ინტერესებს აღარ წარმოადგენენ.

„ევროპელი ჩინოსნები თავიდან ბოლომდე ასრულებენ იმ გლობალური ომის პარტიის, იგივე „დიფ სთეითის“ ინტერესებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, მათ შორის, ევროპაშიც იყოს კრიზისები და შემდგომ ამ კრიზისებით მართონ ევროპა. აქ ევროპის ინტერესებიც არ დევს. როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახებ, რომ ვითომ, ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე, ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირველ რიგში, ევროპულ ღირებულებას და შემდეგ უკვე დეზინფორმაციას ავრცელებ საქართველოში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე განმარტებით, ევრობიუროკრატები ევროპელი საზოგადოების ინტერესებს არ ემსახურებიან და ეს ორმაგი სტანდარტები ადამიანებმა დაინახეს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც, რის გამოც ევროპის ქვეყნებში ხდება ის, რაც ხდება.

✕