გურამ მაჭარაშვილი: ქართველმა ერმა პატივი მიაგო მის პატრიარქს და მის სიყვარულს, მაგრამ ასევე თქვა, რომ ეს არის სახელმწიფოს ღერძი და საძირკველი, რაზეც საქართველო იდგა და უნდა იდგეს

გურამ მაჭარაშვილი

ევროკავშირის წინააღმდეგ ამერიკის პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას აქვთ პრეტენზია, რომ ევროკავშირში ანტიევროპული მიდგომებია, მხოლოდ ჩვენი მოსაზრებები არ არის, რომ ევროპაში ევროპული აღარაფერი დარჩა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, ქართველმა ერმა პირველ რიგში პატივი მიაგო მის პატრიარქს, მაგრამ ასევე თქვა, რომ ეს არის სახელმწიფოს ღერძი და საძირკველი, რაზეც საქართველო იდგა და უნდა იდგეს.

„ჩვენი თუ არ გჯერათ, ამერიკის პრეზიდენტს დაუჯერეთ, როცა ვხედავთ, რომ ხელჩართული ბრძოლაა ამერიკასა და ევროკავშირს შორის. შეიძლება იყოს ტელევიზიების დასანქცირებაზე მუქარა, მაგრამ ბევრი ასეთი მიდგომა აქამდეც ყოფილა და ჩაუვლია, საქართველო კი არის შემდგარი ქვეყანა და ერი. ბოლო დღეების განმავლობაში, ქართველმა ერმა პირველ რიგში პატივი მიაგო მის პატრიარქს და მის სიყვარულს, მაგრამ ასევე ის თქვა, რომ ეს არის სახელმწიფოს ღერძი და საძირკველი, რაზეც საქართველო იდგა და უნდა იდგეს. თუ ამის მერე ისევ ვერაფერს იგებენ და სანქციებზე საუბრობენ, ლგბტ პროპაგანდაზე, გასაგებია, რომ მათი გეგმა მიღწევადი ვერ იქნება. მუქარა სიცოცხლის თაობაზეც გვესმის და როგორმე, სანქციებს გადავიტანთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

24 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამი პოლონელი ევროპარლამენტარი ითხოვს „იმედის“, „პოსტივისა“ და „რუსთავი 2“-ის დასანქცირებას.