წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1768759702
როდესაც ხარ „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი და აგენტი, იქ უკვე არავინ არაფერს გეკითხება - ან უნდა წახვიდე, ან უნდა ითამაშო ის თამაში, რასაც გეტყვიან. აი ასეთი სამწუხარო მოცემულობა არსებობს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა მოლდოველი დეპუტატის განცხადებას, რომელიც მაია სანდუს აკრიტიკებს.
„დიფ სთეითისთვის“ და ზოგადად მათი წარმომადგენლობებისთვის, მათ შორის საქართველოში სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა არაფერს წარმოადგენს და ეს გამოჩნდა. მაია სანდუ იქნება, სააკაშვილი, ზელენსი თუ ნებისმიერი მათი წარმომადგენელი, ერთ ნარატივზე არიან - ოღონდ იყოს ისე, როგორც იტყვის „დიფ სთეითი“ ბრიუსელში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
სუვერენიტეტის დათმობის საკითხზე მოლდოველი დეპუტატი ქვეყნის პრეზიდენტს მწვავედ აკრიტიკებს. „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ბოგდან ცერდიამ მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეადარა და თქვა, რომ ისინი არიან ჯაშუშების დესანტი უცხო სახელმწიფოდან. რუმინეთთან მოლდოვის გაერთიანებას დეპუტატი ეწინააღმდეგება.