გურამ მაჭარაშვილი: ხელისუფლების დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, თავიდან ბოლომდე არიან პასუხისმგებლები ის უცხოელი აქტორები, რომლებიც ახალისებდნენ ამ ძალადობრივ აქციებს

გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე პასუხისმგებლობას გარე აქტორებსაც აკისრებს.

„ძალადობრივ აქციაზე, ნივთების დაწვაზე, ამ ხელისუფლების დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, თავიდან ბოლომდე არიან პასუხისმგებლები ის უცხოელი აქტორები, მათ შორის ელჩები, რომლებიც ახალისებდნენ და სამწუხაროდ, დღემდე ახალისებენ ამ ძალადობრივ აქციებს“, - აცხადებს მაჭარაშვილი.