არქეოლოგებმა გევერნიკის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ დიდი, კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
1759929047
ერთის მხრივ კარგია, როცა ეუთო/ოდირი დაკვირვების გარეშეც ხვდება, რომ ძალადობრივი აქციები იყო საქართველოში, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„უარი თქვა დაკვირვებაზე არჩევნების პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ისეთი ძალადობრივი აქციები იყო, რომ ეუთო/ოდირი მიხვდა, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი ამ აქციებზე საქართველოში. ამავდროულად რომელ უფლებებზე საუბრობს ეუთო ოდირი კონკრეტულად რა მაგალითებზე საუბრობს ეს უცნობია, რადგან თუ ვინმეს უფლებები დაირღვა ამ ძალადობრივი აქციების დროს, ეს იყო მესაკუთრეების უფლებები იქ რომ დალეწეს ყველაფერი და ცეცხლი წაუკიდეს სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებას. ეუთო/ოდირს შევახსენებთ კანონის უზენაესობის პრინციპს. ვინც კანონს არღვევს, მის მიმართ არ უნდა განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა?“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ხელისუფლების დამხობის მცდელობის შემდეგ, ეუთო/ ოდირმა განცხადება გამოაქვეყნა. ორგანიზაცია ერთი მხრივ ძალადობრივ აქციაზე წერს, მეორე მხრივ კი ხელისუფლებას მოუწოდებს პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს.