გურამ მაჭარაშვილი „ენჯეოების“ წერილზე: ეს ხალხი ქვეყნის გარეთ საქართველოს საწინააღმდეგოდ, რომ არა მარტო საუბრობს, არამედ მოქმედებს ამაში ეჭვი არავის ეპარება. ეს ყველაფერი არის მიმართული, რომ რადიკალური ქმედებები გაიზარდოს

გურამ მაჭარაშვილი

ეს ხალხი ქვეყნის გარეთ საქართველოს საწინააღმდეგოდ, რომ არა მარტო საუბრობს, არამედ მოქმედებს ამაში ეჭვი არავის ეპარება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წერილზე, რომლითაც მათ გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს მიმართეს.

მისი თქმით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი.

„დადასტურებულია, რომ არავითარი ქიმიური იარაღი არ იყო გამოყენებული. საპირწონედ, ასევე, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. გამომდინარე აქედან, ეს ყველაფერი არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციისთვის და იმისთვის, რომ რადიკალური ქმედებები გაიზარდოს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.