სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მმართველი გუნდის ინიციატივა დღეს პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდება. ცვლილებების თანახმად, კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში, შესაბამისი პირი ვალდებული იქნება, ანტიკორუფციულ ბიუროს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ყოველწლიურად წარუდგინოს.
მმართველი გუნდის შეფასებით, ინიციატივა მითვისებული ქონების ლეგალიზებას, სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს.
"რა თქმა უნდა, გრძელდება კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც ბატონმა პრემიერმა დააანონსა, როგორც კი ბატონი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდა. ჩვენი ძალიან ამბიციური გეგმაა, რომ TOP3 ქვეყანაში შევდიოდეთ კორუფციის სიმცირის კუთხით. ამისთვის შეიქმნა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი; ამისთვის გაძლიერდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ბატონი გაბიტაშვილი გადავიდა ხელმძღვანელად; ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება და ეს კანონი ერთ-ერთი მექანიზმია იმისთვის, რომ კორუფცია დავამარცხოთ საქართველოში", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.