საბედისწერო შეცდომა - ექიმი განმარტავს, რას ვაკეთებთ მაღალი ტემპერატურის დროს არასწორად
1760685420
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამ მხრივ კანონის გამკაცრება საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნაა.
„სიტყვის თავისუფლება დაცულია, გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ როდესაც განზრახ არღვევ კანონს იმისათვის, რომ რევოლუციური სცენარი განვითარდეს, რასაკვირველია სახელმწიფოს მართებს საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინება და კანონის გამკაცრება“, - აღნიშნავს ვოლსკი.
პარლამენტმა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას მხარი დაუჭირა.