1751883117
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: წლებია მათთვის, ვინც დღეს ერთმანეთს ასე მწვავედ უპირისპირდება, მთავარ ამოცანას სახელმწიფოში დესტაბილიზაციის და რევოლუციური სცენარის განვითარება წარმოადგენდა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, არჩევნებში მონაწილეობაც და ოპოზიციური დაპირისპირებაც უცხოელი პატრონების მიერ დაწერილი სცენარის ნაწილია და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას ემსახურება. კომენტარი თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
„კონკრეტული პარტიები იღებენ [მონაწილეობას არჩევნებში], კონკრეტული არ იღებენ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, უკვე წლებია, ერთი მხარისთვისაც და მეორესთვისაც, ვინც დღეს ერთმანეთს ასე მწვავედ უპირისპირდებიან, მთავარ ამოცანას წარმოადგენდა სახელმწიფოში დესტაბილიზაციის და რევოლუციური სცენარის განვითარებას. რა მიმართულებით განვითარებას ამ მიზნისკენ გზას კონკრეტული პოლიტიკური პარტია, ჩვენ არ ვიცით“, - აცხადებს ვოლსკი.