გიორგი ვოლსკი გვარამიას განცხადებაზე: ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, რომლის დანიშნულება საქართველოში დაძაბულობის ახალი კერების შექმნაა

გიორგი ვოლსკი

 ეს არის მოღალატეობრივი განცხადება. რასაკვირველია, თუ თავს გაიმართლებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავუშვათ ვიფიქროთ, რომ მას სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც მან აფხაზეთი, როგორც ტრავმული მეხსიერება ისე მოიხსენია და ამ საკითხზე საუბრისას ფაშინიანის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც მისივე თქმით ყარაბაღის ტერიტორია დათმო.

მისივე შეფასებით, ამ განცხადების მიზანი საქართველოში დაძაბულობის ახალი კერების შექმნაა.

„საუბრობს იმას, რომ როგორც სომხეთმა ყარაბაღზე უარი თქვა, ჩვენც უარი უნდა ვთქვათ გარკვეულ ტერიტორიებზე, რომელიც დღეს ოკუპაციის ქვეშ არის. ეს არის მრავალმხრივი დანიშნულების განცხადება და ამ დანიშნულებას ჰქვია საქართველოში დაძაბულობის ახალი კერების შექმნა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.