გიორგი ვოლსკი: გერმანიაშიც გადაწყვიტეს, რომ სიძულვილის ენას ძალიან მკაცრად უნდა დაუპირისპირდნენ. შედარებით ლოიალურად, მაგრამ დაპირისპირება მართებს საქართველოსაც, ვინაიდან ეს არ არის გარკვეული ემოციების ჩვეულებრივი ამოხეთქვა

გიორგი ვოლსკი

მმართველ გუნდში გერმანიაში, სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების განთავსებაში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას აფასებენ. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, ანალოგიური, თუმცა შედარებით ლოიალური ზომები საქართველოშიც უნდა იყოს მიღებული.

„გერმანიაშიც გადაწყვიტეს, რომ ამ თემას ძალიან მკაცრად უნდა დაუპირისპირდნენ. შედარებით ლოიალურად, მაგრამ დაპირისპირება მართებს საქართველოსაც, ვინაიდან ეს არ არის გარკვეული ემოციების ჩვეულებრივი ამოხეთქვა. ამ თემებთან დაკავშირებით საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და შეიქმნა გარკვეული მიმართულება ამ რევოლუციურ სცენარში, რასაც ადამიანებს შორის დაპირისპირების პროვოცირება ჰქვია. ამას ემსახურება კონკრეტული ჯგუფები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გერმანიაში, ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების განთავსებაში ეჭვმიტანილი მოქალაქეების წინააღმდეგ, რეიდები ჩატარდა. გერმანული მედიის ცნობით, პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 170 საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. შინაგან საქმეთა მინისტრის, განცხადებით, „ციფრული ხანძრის გამჩენები“ კლავიატურის მიღმა ვეღარ დაიმალებიან.