სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისა და საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ დელეგაციას სერიოზული შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობა ექნება.
„საგანგებოდ მაღალი დონეა და არის სერიოზული შეხვედრების, გასაუბრებების ფართო ასპარეზი, როდესაც მითუმეტეს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ საზეიმო შეხვედრაზე მიდიხარ. დარწმუნებული ვარ, დელეგაცია მაღალ დონეზეა მომზადებული და საქართველოს შესახებ კიდევ ბევრ ახალს გაიგებენ გაეროს ტრიბუნიდან“, - მიიჩნევს ვოლსკი.
მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ დაიწყო და 26 სექტემბერს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა.