გიორგი ვოლსკი: არავითარი რუსული, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ან ჩინეთის ინტერესის გათვალისწინება, თუკი ეს შენს კონკრეტულ ამოცანას არ უკავშირდება

გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგის ერთ-ერთ თემას - სახელმწიფოს მიერ ეროვნული ინტერესების დაცვას აფასებს.

„არავითარი რუსული ინტერესის გათვალისწინება, არავითარი ევროკავშირის ინტერესის, ან ამერიკის შეერთებული შტატების, ან ჩინეთის ინტერესის გათვალისწინება, თუკი ეს შენს კონკრეტულ ამოცანას არ უკავშირდება. ჩვენ იმიტომ მივისწრაფით ევროკავშირისკენ, რომ ამ გაერთიანებას აქვს გარკვეული სტანდარტები, რომელიც ჩვენთვის მისაღებია, ეს არის დასავლური ცივილიზაციის გზა, რომელიც საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა არის. ამიტომ მოხდა ეს ფორმულირება კონსტიტუციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იუკნევიჩიენეს ავადმყოფურ და ბოროტ აზრებს და გეგმებს უნდა დავემორჩილოთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.