ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634
როგორია პარლამენტის საგამოძიებო კომისიებში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული სანქციები ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკაზე დაყრდნობით? - პარლამენტის საგამოძიებო კომისიებში გამოუცხადებლობისთვის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სანქციები განსხვავდება, თუმცა, უმეტეს ქვეყანაში, დაუმორჩილებლობა სერიოზულ სამართალდარღვევად მიიჩნევა და სისხლის სამართლის კანონმდებლობითაც ისჯება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების უმეტესობას, კანონიერი უფლება აქვთ გამოიძახონ მოწმე და მოითხოვონ დოკუმენტები. ზოგ ქვეყანაში საჯარო მოხელეებს აღნიშნული კანონმდებლობის დაცვა მკაცრად ევალებათ.
აღნიშნულ საერთაშორისო პრაქტიკასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება:
"კანონი კანონობს და არამარტო საქართველოში, ეს მიღებული პრაქტიკაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით უფრო მკაცრია კანონი გამოუცხადებლობისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემას, ზოგიერთმა, მათ შორის ხაზარაძემ არჩია, რომ ამ კანონს დაუპირისპირდეს და თავი პოლიტიკურ დევნილად შერაცხოს. მძიმე კითხვებია, რომელზეც პასუხები არ აქვს არცერთს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634