გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
„მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე, ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.
მისი თქმით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღება არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან.
„მადლობა ჩვენს მეგობარ ამერიკას ამ გადამწყვეტ მომენტში ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის!
მეგობრებო, ჩვენი უწყვეტი წინააღმდეგობა უკვე იძლევა შედეგს, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს „მეგობარი აქტი”.
ეს არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი. საქართველო არის თავისუფლების მოყვარე ერი და მათი ბრძოლა იმსახურებს მხარდაჭერას.
წარმოუდგენელი რამ მოხდა – 165 რესპუბლიკელმა და 180 დემოკრატმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ აქტს.
ამერიკაში, სადაც პარტიებს თითქმის ყველა საკითხზე სერიოზული უთანხმოება აქვთ, ასეთი თანხმობა მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის და პრინციპულად სწორ საკითხებზე მიიღწევა და დღეს ასეთი საკითხი გახდა ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის.
ეს არ არის მხოლოდ ამერიკის ხმა, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის საერთაშორისო აღიარება.
ეს არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს. ყველა, ვინც დღეს ან ხვალ ასოცირდება „ოცნებასთან”, გაიზიარებს მის ბედს.
ახლა ამ მხარდაჭერას უნდა მივცეთ გაგრძელება საქართველოში. უნდა ვიქცეთ ერთ მუშტად შეკრულ ერად, რათა ეს წარმატება გადაიქცეს საერთო დიდ გამარჯვებად.
ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა ყველაზე მთავარი წინ არის!“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.