ყურადღება! შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
1787042338
„ოპოზიციის ალიანსი“ თავიდანვე განწირული იყო დაშლისთვის, თავად ეს სახელწოდება – „ალიანსი“ ბუნებრივია, რეალობას აცდენილი იყო თავიდანვე, როცა ეს სახელი დაერქვა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ალიანსი არის ყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ყველა წევრი სუბიექტი სხვადასხვა დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო.
„„ნაციონალური მოძრაობა“ რაღაც ეტაპზე გადაწყვეტს გაერთიანებას, მერე ისევ დაიშლება, რაღაც ეტაპზე ნორმალური ურთიერთობა ექნებათ, მერე ისევ ერთმანეთის გინებას დაიწყებენ. ეს რა ჩვენი გასარჩევია. ეს არ არის საინტერესო და არანაირი კავშირი არ აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან.
მოულოდნელი არ ყოფილა და თავიდანვე განწირული იყო დაშლისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ, რომ ამისთვის გაერთიანდა. ეს ყველა სუბიექტი არის სხვადასხვა დროს „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამოყოფილი პოლიტიკური დაჯგუფება. შესაბამისად, ეს ერთი პოლიტიკური ორგანიზაციაა. თავად ეს სახელწოდება – „ალიანსი“ ბუნებრივია, რეალობას აცდენილი იყო თავიდანვე, როცა ეს სახელი დაერქვა. ეს არ არის ჩვენთვის არც საინტერესო და არც პრიორიტეტული, რადგან ამას არ აქვს კავშირი იმ რეალურ პრობლემებთან, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს აქვს“, – განაცხადა შარაშიძემ.