„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე...“ - მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1772569424
გიორგი გოგშელიძე, რომელიც დღეს დილას ომანიდან სამშობლოში დაბრუნდა, მედიასთან ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე.
„სიმშვიდე იყო, უბრალოდ რთულია ასეთ ვითარებაში რომ ბავშვებთან ერთად ოჯახში არ შეგიძლია დაბრუნდე. ჩვენი მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე და მართლა დასაფასებელია“, - აღნიშნავს მგზავრი.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, პირველი სპეციალური რეისი დღეს შესრულდა. კერძოდ, შესრულდა რეისი ომანის სასულთნოს დედაქალაქ მასკატიდან თბილისის მიმართულებით. ასევე, დღეს შესრულდება სპეციალური რეისი საუდის არაბეთის დედაქალაქიდან თბილისის მიმართულებით.