გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილს - მიუღებელი იყო შენი მოღალატეობრივი განცხადება, რომელსაც დაჟინებით იმეორებდი, რომ თითქოს ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ სხვა გზა არ გქონია თურმე, პატრონები ეგრე გთხოვდნენ - ერთ-ერთი სამარცხვინო პრეზიდენტი ხარ, მიშას შემდეგ

გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას X-ზე გამოეხმაურა. გამსახურიდამ ზურაბიშვილის ძველი განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ, ბევრი ადამიანისთვის, მიუღებელი იყო მისი მოღალატეობრივი განცხადება, რომელსაც დაჟინებით იმეორებდა, რომ თითქოს ომი საქართველომ დაიწყო. გამსახურიდა ზურაბიშვილს მიმართავს, რომ ერთ-ერთი სამარცხვინო პრეზიდენტია, მიშა სააკაშვილის შემდეგ. „ქალი, დედა, რომელიც საკუთარი შვილის ნათლიას და შენი ყოფილი მეუღლის მეგობარს მითხოვდები, ნამუსზე რთულია რომ ვინმე გელაპარაკოს. ჩემი და მრავალი სხვა ქართული ოცნების მომხრე ადამიანისთვის, მიუღებელი იყო შენი მოღალატეობრივი განცხადება, რომელსაც დაჟინებით იმეორებდი, რომ თითქოს ომი საქართველომ დაიწყო. მაგრამ სხვა გზა არ გქონია თურმე, შენი და ნაცების საერთო პატრონები ეგრე გთხოვდნენ, რასაც ნაცები ტალიავინის დასკვნაში დაეთანხმენ, შენც იგივეს უნდა დათანხმებულიყავი. იმიტომ რომ ერთი პატრონი გყავთ, ერთი სისხლი და ერთი მენტალობა გაქვთ, თქვენთვის ღირსება, ღმერთი და სამშობლო ისეა, როგორც აქლემი და გალია. ერთ-ერთი სამარცხვინო პრეზიდენტი ხარ, მიშას შემდეგ.“-წერს გამსახურდია.