აფხაზეთის ომს შეწირული თანამედროვე ღიმილის ბიჭები
1786694520
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰიონდუ კიმს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის კულტურული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც გიორგი გაბუნიამ განაცხადა, 2014 წელს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, შეხვედრისას კორეის რესპუბლიკაში ქართული ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციის მიმართულებით კონკრეტული ინიციატივები განიხილეს.
„შეხვედრაზე კონკრეტული ინიციატივა გაჟღერდა, რომელიც კორეის რესპუბლიკაში ქართული ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციის მიმართულებით ღონისძიებების, მათ შორის, ქართული ხალხური სიმღერის და ქორეოგრაფიული კონცერტების ჩატარებას ითვალისწინებს. ასევე, კორეელი ხელოვანები საქართველოში მოვიწვიეთ. შევთავაზეთ, მათი სურვილის შემთხვევაში, ორ ქვეყანაში გაცვლითი კონცერტები ჩატარდეს. ეს ძალიან საინტერესო და კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ორ ქვეყანასა და ხალხს შორის კულტურული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.