„ყავა არ დალიოთ სხვის ოჯახში...“ - ეზოთერიკოსის გაფრთხილება
1784662800
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი თქმით, ყოფილმა ელჩმა, პეტერ ფიშერმა საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები გააფუჭა.
„ის, რომ ურთიერთობებს აქვს ყველანაირი საშუალება, რომ გაუმჯობესდეს, ეს არის ფაქტი. ყოფილმა ელჩმა თავად თქვა, რომ წავიდა პენსიაზე. მას არც საქართველოსთვის და არც გერმანიისთვის, საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით არაფერი გაუკეთებია. მინიმუმ გააფუჭა ურთიერთობები. გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, უფრო სწორად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება პოლიტიკური ნება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.