„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
„ლელო“ მიიჩნევს, რომ საჭიროა არჩევნების პროცესში მონაწილეობა და ნაბიჯების შემდეგ გადადგმა, ხოლო „ნაცებს“ მიაჩნიათ, რომ თავიდანვე ექსტრემიზმია საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, მათი გეგმა და მიზანი ერთი და იგივეა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს“.
„მათი განცხადება იყო, რომ „ლელო“ არჩევნების შემდეგ რევოლუციური პროცესის განვითარებაში უნდა ჩაერთოს. ესენი არჩევნებს მიიჩნევენ იმ გზად, რომელსაც დესტაბილიზაცია უნდა მოჰყვეს. საბოტაჟის მომხრეებს კი მიაჩნიათ, რომ საბოტაჟი უფრო ეფექტური იქნება, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია განვითარდეს. „ლელო“ მიიჩნევს, რომ საჭიროა არჩევნების პროცესში მონაწილეობა და ნაბიჯების შემდეგ გადადგმა, ხოლო „ნაცებს“ მიაჩნიათ, რომ თავიდანვე ექსტრემიზმია საჭირო. მათი ამოცანა, გეგმა და მიზანი ერთი და იგივეა. ამიტომ, მათი პოლემიკა მხოლოდ შიდა გადაძახილებია იმის თაობაზე, რომელი უფრო ძლიერია ნეგატიური რესურსით“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.